აღწერილობა
"პროკრედიტ ბანკი" აცხადებს ვაკანსიას კონტაქტ ცენტრის პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე. "პროკრედიტ ბანკი" მცირე და საშუალო ზომის საწარმოების კომპლექსურ მომსახურებაზე ორიენტირებული ერთ-ერთი წამყვანი ბანკია საქართველოში, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს საბანკო პროდუქტების სრულ სპექტრს სთავაზობს. ბანკმა საქართველოში ფუნქციონირება 1999 წელს დაიწყო. ბანკი საერთაშორისო "პროკრედიტ ჯგუფის" წევრია, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ასევე გერმანიაში. "პროკრედიტ ჯგუფს" სათავეში უდგას "პროკრედიტ ჰოლდინგი" (მაინის ფრანკფურტი, გერმანია), რომელიც პასუხისმგებელია სტრატეგიულ მართვაზე, კაპიტალის ადეკვატურობაზე, რეპორტინგზე, რისკების მართვაზე და ასევე ჯგუფის ბიზნეს ორგანიზებაზე. "პროკრედიტ ბანკ საქართველოს", საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოსგან "Fitch Ratings" მინიჭებული აქვს BB+ რეიტინგი, რომელიც საქართველოში მოქმედ ბანკებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგია და ქვეყნის რეიტინგს აღემატება ერთი ბიჯით. სამუშაოს აღწერა: ✍ კლიენტების მომსახურება ტელეფონითა და კომუნიკაციის დისტანციური არხებით (ელ.ფოსტა, ონლაინ ჩათი და სხვა). ✍ შემომავალი და გამავალი ზარების ეფექტური და კვალიფიციური მომსახურება, ინფორმაციის გაცემა საბანკო სერვისებისა და პირობების შესახებ. ✍ გამავალი ზარების კომპეტენტური მომსახურება, როგორც ბანკის არსებულ, ასევე პოტენციურ კლიენტებთან, საბანკო სერვისის/პროდუქტის შეთავაზების ან ინფორმირების მიზნით. ✍ კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა, შესაბამისი საბანკო სერვისების შეთავაზება და მომხმარებლის ტექნიკური მხარდაჭერა. ✍ მომსახურების ხარისხის შენარჩუნების და გაუმჯობესების მიზნით, საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებული პრეტენზიებისა და საჩივრის მიღება/რეაგირება/გადამისამართება. ✍ ბაზარზე არსებული საბანკო მომსახურების პირობების ცოდნა და პერიოდული ანალიზი/შედარება ბანკში მოქმედ საბანკო სერვისების პირობებთან და ტარიფებთან.