აღწერილობა
"Dreamland Oasis Chakvi" წარმოადგენს საქართველოში პირველ, პრემიუმ კლასის დასასვენებელ და საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს დაბა ჩაქვში, აჭარის ულამაზეს მთიანეთსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის. კომპლექსი აერთიანებს პრემიუმ კატეგორიის სასტუმროს, საცხოვრებელ აპარტამენტებს, ასევე გართობისა და დასვენებისათვის განკუთვნილ სივრცეებს. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ონლაინ პლატფორმებს: https://www.linkedin.com/company/4870928/admin/ https://www.facebook.com/dreamlandoasishotel/?ref=pages_you_manage https://www.instagram.com/dreamlandoasis_chakvi/ კომპანია აცხადებს ვაკანსიას სასტუმროს საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო გრაფიკი - სრული სამუშაო ადგილი - ჩაქვი უშუალო ხელმძღვანელი - სასტუმროს გენერალური მენეჯერი ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ სრული პასუხისმგებლობა დაქვემდებარებული დეპარტამენტების (მიღება-განთავსების, დასუფთავების, სამრეცხაოს, დაცვის, ტექნიკური და IT) ეფექტური მართვასა და გამართულ მუშაობაზე; ✍ ოპერაციული პროცედურებისა და მომსახურების სტანდარტების შემუშაბება, დანერგვა და შემდგომ განვითარებაზე ზრუნვა; ✍ სასტუმროს საოპერაციო დეპარტამენტების ხელმძღვანელების მხარდაჭერა სასტუმროს მართვის ყველა ასპექტში; ✍ სასტუმროს ოთახების ფუნქციონირებაზე და მუდმივ მზადყოფნაზე ზრუნვა; ✍ საოპერაციო დეპარტამენტების შესყიდვების/რეკვიზიციის მონიტორინგი; ✍ საწყობების ინსპექტირება მარაგების შესამოწმებლად; ✍ საოპერაციო დეპარტამენტებში სტაფინგის დაგეგმვა, ცვლების ოპტიმალური განრიგის შედგენა და ადამიანური რესურსის ეფექტური გამოყენება; ✍ გუნდური მუშაობის მხარდაჭერა და დასაქმებულთა მოტივაცია; ✍ რეპორტინგი და საოპერაციო მონაცემების ანალიზი გაუმჯობესებისთვის; ✍ სტუმრების კმაყოფილების მუდმივი კვლევა და შეფასება. ყველა საჩივრის დაუყოვნებლივ, თავაზიანად და დამაკმაყოფილებლად განხილვა; ✍ დაქვემდებარებული თანამშრომლების სამუშაო-აღწერილობების შემუშავება, მათი უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების ნათლად განსაზღვრა, სამუშაო პროცესში იმპლემენტაცია და შესრულების მონიტორინგი; ✍ პერსონალის კვალიფიკაციის იდენტიფიცირება და მათ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა; ✍ შესაბამისი რეპორტინგის წარმოება დადგენილი პერიოდის მიხედვით უშუალო ხელმძღვანელთან.