ფილიალის მენეჯერი - " ფიტნეს დარბაზი რეფორმა "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

ფიქსირებული
დარეკე ახლა

აღწერილობა

სპორტული დარბაზების ქსელი - "რეფორმა" ქართულ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია აღნიშნულ სფეროში. ჩვენი სივრცეები აღჭურვილია უახლესი ტრენაჟორებით, უსაფრთხოებისა და ჰიგიენის დაცვის მაღალი სტანდარტით. ადგილზე შეგიძლიათ ისარგებლოთ სხვადასხვა სპორტული მიმართულებით - აერობიკა, პილატესი, კრივი, ზუმბა, პროფესიონალი ინსტრუქტორების მომსახურებით და თქვენზე მორგებული პაკეტებით/აბონემენტებით. ჩვენი მიზანია - ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, მუდმივი ინოვაციებისა და განახლებული სტანდარტების დანერგვა, მომხმარებელზე ზრუნვა და მაღალკვალიფიციური სერვისების მიწოდება. არსებული ქსელის რებრენდინგისა და გაფართოების პროცესში ვეძებთ გუნდის ახალ წევრებს - ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი: თბილისი ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ დაქვემდებარებული თანამშრომლების ხელმძღვანელობა და სამუშაო გრაფიკის მართვა; ✍ დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების სამუშაო დისციპლინის დაცვა; ✍ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა; ✍ დარბაზში ტექნიკური გამართულობის კონტროლი; ✍ დარბაზში ჰიგიენისა და წესრიგის კონტროლი; ✍ პროდუქციის შეკვეთა / მიღება / ნაშთების კონტროლი; ✍ სალაროსა და ფულადი ოპერაციების კონტროლი; ✍ ყოველდღიური ოპერაციების მართვა; ✍ კომპანიის დაგეგმილი აქტივობების განხორციელების უზრუნველყოფა; ✍ ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტების წარმოება.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი; 🏅 დეტალებზე ორიენტირებულობა; 🏅 შედეგზე ორიენტირებულობა.

განათლება

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ: 🌘 მეგობრულ გუნდს; 🌘 ჯანსაღ სამუშაო გარემოს; 🌘 ყოველთვიურ ფიტნეს აბონემენტს. გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: hr@reforma.com.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ფილიალის მენეჯერი". დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებას!

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

მოთხოვნები: 🌚 უმაღლესი განათლება; 🌚 სასურველია 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე; 🌚 სასურველია კანდიდატს ჰქონდეს გუნდის მართვის გამოცდილება; 🌚 სასურველია ინგლისური/რუსულის ენების ცოდნა.