მოლარე-კონსულტანტი - "მადარტი"

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

0-50k
დარეკე ახლა

აღწერილობა

კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა. დღეს "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით. თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას. დაგვიმეგობრდი https://www.facebook.com/madartcareer გაგვიცანი უკეთ https://madart.ge/ კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე! შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ! აღნიშნულ სტაჟირებაზე კვალიფიკაციაზე მეტად, პიროვნულ მახასიათებლებს ვანიჭებთ უპირატესობას! ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: ✍ მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაცია; ✍ მომხმარებლის ინფორმირება პროდუქციის ასორტიმენტთან, შიგთავსთან დაკავშირებით; ✍ მომხმარებლის ინფორმირება მიტანის/შეკვეთის ან სხვა სახის სერვისებთან დაკავშირებით; ✍ სალაროსთან მუშაობა; ✍ მიღებული პროდუქციის დათვლა და კონტროლი; ✍ მიღებული პროდუქციის სწორი თანმიმდევრობით რეალიზაციის უზრუნველყოფა; ✍ სამუშაო გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა; ✍ მომსახურების სტანდარტების გაცნობა და დაცვა; ✍ უშუალო ხელმძღვანელის მიერ გაცემული სხვა დავალებების შესრულება.


პროფილის ინფორმაცია

უნარები

🏅 სალაროსთან მუშაობა
🏅 საოფისე პროგრამებთან მუშაობა

განათლება

ჩვენ ვითხოვთ: 🌘 საოფისე პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება; 🌘 პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას; 🌘 ეფექტური კომუნიკაციის უნარს; 🌘 დროის მართვის უნარი; 🌘 სამუშაო პროცესების დელეგირების უნარი. შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში. CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება. იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე vacancy@madart.ge გისურვებთ წარმატებას! 23 აპრილი / ბოლო ვადა: 23 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

0-50k

სამსახურის ტიპი

სრული განაკვეთი

მოთხოვნები

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები: 🌚 ელ.ფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის ან/და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის გადარჩევა; 🌚 გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტთან; 🌚 სტაჟირების ეტაპი ფილიალში.