აღწერილობა
კომპანია "გრინმობილი" დაფუძნდა 2022 წლის 1 თებერვალს და ის გახდა ყველაზე დიდი ელექტრომობილების კომპანია საქართველოში. "გრინმობილი" არის პირველი პრემიუმ კლასის ელექტრო ავტომობილების კომპანია, რომელიც ოპერირებს BOLT-თან ერთად. ეს არის ბოლტის ტაქსის სერვისი. თუ არ გყავთ ავტომობილი ჩვენ გაძლევთ საშუალებას კომპანიის პრემიუმ კლასის ავტომობილით იმუშაოთ ტაქსის მძღოლად, გამოიმუშაოთ დღეისთვის ნორმალური და რაც მთავარია სტაბილური ანაზღაურება ბოლტის აპლიკაციით. თითოეულ ავტომობილზე მუშაობს 2 მძღოლი, 2 ცვლაში (დღის და ღამის ცვლა). სამუშაოს ხანგრძლივობა: 10 (ათი) საათი დღეში.