კატეგორიის მენეჯერი - " თაბუკა "

Gojobs.ge

Gojobs.ge / ტექნოლოგია

london

+995 426***

აღწერილობა

სადისტრიბუციო კომპანია "თაბუკა" რომელიც ახორციელებს სხვადასხვა ტკბილეულის და ჩაის დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით - აცხადებს ვაკანსიას კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი და გრაფიკი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, გუდვილის მიმდებარედ. ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 - 17:30. ფუნქცია-მოვალეობები: ✍ ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება ✍ ადგილობრივ პარტნიორებთან ურთიერთობა, მოლაპარაკება, ხელშეკრულების დამუშავება და გაფორმება. ✍ გაყიდვების გეგმის შედგენა და განხორციელება ✍ სავაჭრო ობიექტების მიხედვით ასორტიმენტის განსაზღვრის პროცესში მონაწილეობის მიღება ✍ ბაზრის კვლევა და ანალიზი ✍ პარტნიორებთან დებიტორული დავალიანების რეგულარული კონტროლი. ✍ კონკურენტი კომპანიების ფასების (როგორც გასაყიდი ასევე სააქციო) მონიტორინგი და შემოწმება. ✍ სააქციო ფასების განსაზღვრა კატეგორიების მიხედვით ✍ ფრომოუშენისა და აქციების იდეების გენერირება, განლაგების განსაზღვრა სააქციო ზონების შესაბამისად. ✍ კატეგორიის პლანოგრამების და მერჩენდაიზინგული სტანდარტების დანერგვა ✍ ახალი ობიექტების მოძიება/მოლაპარაკებების წარმოება ✍ პროდუქციის შესყიდვის, გაყიდვის და მარაგში არსებული პროდუქციის ანალიზის პროცესში მონაწილეობის მიღება. ✍ პროდუქციის რეალიზაციის სტატისტიკურ ანალიზში მონაწილეობა.

პროფილის ინფორმაცია

უნარები

ORIS Manager
Ms Office

განათლება

გთავაზობთ: 🌘 ანაზღაურება კვალიფიკაციის და გამოცდილების შესაბამისად 🌘 ხელფასის ზრდის პერსპექტივას 🌘 მეგობრულ გარემოს 🌘 ჯანმრთელობის დაზღვევას 🌘 სტაბილურ ანაზღაურებას და ბონუსებს 🌘 კეთილმოწყობილ სამუშაო სივრცეს 🌘 სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო რესურსით უზრუნველყოფას. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ თქვენი რეზიუმე/CV ფოტოსურათთან ერთად გამოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: cvtabuka@gmail.com და გთხოვთ აუცილებლად სათაურის ველში "subject" მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კატეგორიის მენეჯერის" წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV ვერ განიხილება. გისურვებთ წარმატებას! 28 აპრილი / ბოლო ვადა: 28 მაისი

სამსახურის დეტალები

ხელფასის დიაპაზონი

ფიქსირებული

სამსახურის ტიპი

FULL_TIME

მოთხოვნები

ძირითადი მოთხოვნები: 🌚 მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილების შესახებ დადასტურებული ინფორმაცია. 🌚 მენეჯმენტის, მარკეტინგისა და შესყიდვების პრინციპების ცოდნა. 🌚 საოფისე პროგრამების (MS Office) მაღალ დონეზე ცოდნა. 🌚 Oris Manager-ის ან მსგავსი პროგრამის საშუალო დონეზე ცოდნა. 🌚 უცხო ენების (ინგლისური) საშუალო დონეზე ცოდნა. 🌚 კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და კავშირების დამყარების უნარი. 🌚 მყარი გადაწყვეტილებების მიღების უნარი. 🌚 ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხი სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.