აღწერილობა
თუ ხარ კომუნიკაბელური, აქტიური, გაბედული, გიყვარს გამოწვევებთან გამკლავება, გაქვს წარმატების მიღწევის სურვილი და გაინტერესებს გაყიდვები, მაშინ შემოუერთდი ჩვენს გუნდს მცირე და საშუალო ბიზნესის რისკების დაზღვევის მენეჯერის პოზიციაზე. ვინ ვართ ჩვენ? "დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაო" ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა, რომელიც 20 წელია წარმატებით ემსახურება მომხმარებელს და არის ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი ორგანიზაციის - ვენის სადაზღვევო ჯგუფის (VIG) წევრი. რა იქნება ფუნქცია-მოვალეობები? ყოველდღიური საქმიანობა მოიცავს პოტენციური მომხმარებლის მოძიებას, მათთან კომუნიკაციას, სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზებას, გაყიდვასა და გაყიდვების პროცესის ადმინისტრირებას. სამუშაო პირობები: ✍ სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი, ბოჭორიშვილის ქ. 88/15; ✍ სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 ✍ ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი (1000 ლარი) + ყოველთვიური ბონუსი